Skip to main content
ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოებას 2024-2029 წლებში ახალი კომისიის „ძირითად პრიორიტეტად“ ასახელებს 
[featured_image_copyright]
ივლისი 19, 2024

ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოებას 2024-2029 წლებში ახალი კომისიის „ძირითად პრიორიტეტად“ ასახელებს 


ევროკომისიის ხელმძღვანელად მეორე ვადით არჩეულმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 18 ივლისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა იმ „სულისშემძვრელი მომენტების“ გახსნებით დაიწყო, რომლებიც პირველი ვადით თავმჯდომარეობის პერიოდიდან დაამახსოვრდა. ამ მომენტებიდან მან გამოყო „პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლები, როდესაც ცრემლებს თარჯიმნებიც კი ვერ იკავებდნენ“.

სამომავლო პრიორიტეტებს შორის ფონ დერ ლაიენმა დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში“ და ევროკავშირის ინვესტიციები უკრაინის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. 

„რუსეთი კვლავ უტევს აღმოსავლეთ უკრაინას. ის იმედებს ომში მოწინააღმდეგის გამოფიტვასა და მისთვის შარშანდელზე მძიმე ზამთრის მოწყობაზე ამყარებს. რუსეთი იმედებს ევროპისა და დასავლეთის პოლიტიკის შერბილებაზე ამყარებს. და ასეთ დროს ზოგიერთნი ევროპაში მის თამაშს თამაშობენ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და გაიხსენა, რომ ორი კვირის წინ „ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოსკოვს ეწვია“. 

„ეს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მისია სხვა არაფერი იყო, თუ არა დათმობით დაშოშმინების მისია. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ კი პუტინის თვითმფრინავებმა რაკეტები დაუშინეს ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო განყოფილებას კიევში.  ჩვენ ყველამ ვნახეთ სისხლში ამოსვრილი ბავშვებისა და იმ დედების ფოტოები, რომლებიც კიბოთი დაავადებული ბავშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ცდილობდნენ. ეს საჰაერო დარტყმა არ იყო შეცდომა. ეს იყო გზავნილი. შემზარავი გზავნილი კრემლიდან ყველა ჩვენგანის მისამართით“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ  მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეს იქნება ევროკომისიის „ძირითადი პრიორიტეტი“. მან დასძინა, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს კანდიდატებს ინვესტიციებსა და რეფორმებზე მუშაობით და ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებში მათი  შეძლებისდაგვარად ინტეგრირებით, რათა ევროკომისიამ უზრუნველყოფს „გაწევრიანებამდე  ყველა ქვეყნის მზადყოფნა“. 

„ისტორია კიდევ ერთხელ ითხოვს ჩვენგან მოქმედებას. დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს თავისუფალი არჩევანი გაკეთებული აქვთ. მათ ჩაგვრას თავისუფლება არჩიეს. მათ დაქვემდებარებულობას დემოკრატია  არჩიეს. და ზოგიერთ მათგანს ეს არჩევანი ძვირად უჯდება. ასე რომ, ჩვენ ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და ვუერთგულოთ მათ. ჩვენს კავშირში მათ თავისუფალი და წარმატებული მომავალი ექნებათ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,