პროგრამამ, eTwinning მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ ელექტრონული წიგნი გამოსცა
მასწავლებელთა უდიდესმა საგანმანათლებლო საზოგადოებამ ევროპაში, eTwinning, თავისი ახალი წიგნი, „მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სწავლება eTwinning-ის საშუალებით“, წარადგინა.
წიგნის მიზანია მასწავლებლების და ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეების ინფორმირება აღნიშნულ თემებზე საკითხთა მრავალი ასპექტის განხილვის გზით, eTwinning-ის პროექტების მაგალითების დემონსტრირებით და რესურსების და აქტივობების შეთავაზებით.
წიგნში განმარტებულია დეზინფორმაციის ცნება და ახსნილია, რა გზებით ურთიერთობს დღევანდელი ახალგაზრდობა მედიასთან. აქვე წარმოდგენილია eTwinning-ის წარმატებული პროექტები მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის თემებზე და განხილულია, რა რესურსებისა და საკლასო საქმიანობის გამოყენებაა შესაძლებელი მოსწავლეებში მედიაწიგნიერების გასავითარებლად.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]