Skip to main content
როგორ მუშაობს ევროკავშირი: პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც ჟურნალისტებს ევროკავშირის საქმიანობის გაშუქებაში დაეხმარება
[featured_image_copyright]
იანვარი 22, 2025

როგორ მუშაობს ევროკავშირი: პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც ჟურნალისტებს ევროკავშირის საქმიანობის გაშუქებაში დაეხმარება


EU NEIGHBOURS east პროგრამამ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან (EEAS), ევროპულ საბჭოსთან და ევროპარლამენტთან თანამშრომლობით, ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული გზამკვლევი  შეიმუშავა. გზამკვლევი აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მომუშავე მედიებს დაეხმარება, უკეთ გაერკვნენ ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურასა და ფუნქციებში. მასში ასევე ახსნილია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების პროცესები. გარდა ამისა, გზამკვლევი შეიცავს მდიდარი აუდიოვიზუალური რესურსების ჩამონათვალს, პრესის საკონტაქტო პირების სიას და რჩევებს აკრედიტაციებსა და მედიაგაშუქებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ეს მოცულობითი გზამკვლევი თავს უყრის საკვანძო ინფორმაციას ევროკავშირის საქმიანობის გაშუქების წესებსა და მედიისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე. ის ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც, რაც მას აქცევს ღირებულ წყაროდ ინსტიტუტების სახელების, მაღალი თანამდებობის პირების ტიტულების, საკანონმდებლო აქტებისა და ევროკავშირთან დაკავშირებული სხვა ტერმინების თარგმანისთვის.  

გზამკვლევი უპირველესად განკუთვნილია ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და რეპორტიორებისთვის, თუმცა ის ასევე გამოსადეგი წყაროა მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის, რომლებიც ჟურნალისტებს ოფიციალურ პირებთან ინტერვიუებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, მედიატურებისთვის თუ ბრიფინგებისთვის ამზადებენ. 

გზამკვლევის შინაარსი ეფუძნება მედიაგამოკითხვას, რომელიც EU NEIGHBOURS east პროგრამამ თავისი მედიაპარტნიორების მონაწილეობით ჩაატარა იმ ძირითადი საკითხების გამოსავლენად, რომლებიც ახსნასა და განმარტებას საჭიროებს. 

გზამკვლევი მიზნად ისახავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მომუშავე მედიასაშუალებებს შორის კავშირის გაძლიერებას. ის ჟურნალისტებს ეხმარება, მეტი სიცხადით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ევროკავშირის პოლიტიკისა და თანამშრომლობის შესახებ და ახსნან ევროკავშირის გაფართოების პროცესი, რაც კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით რელევანტურია. 



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,