საქართველო: ევროკავშირმა შესაძლოა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს წლის ბოლომდე უვიზო რეჟიმი შეუჩეროს
17 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წევრებმა ერთმანეთს გაუზიარებს მოსაზრებები შემდეგ საკითხებზე: საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ამ მოვლენების გავლენა ქართველ ხალხზე და საქართველოს ევროპულ გზაზე მთავრობის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომელიც 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს; შემდგომი მასობრივი პროტესტი და მომიტინგეების, მედიის და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული მზარდი ძალადობის აქტები.
„სიტუაცია არ მიდის პოზიტიური მიმართულებით ქართველი ხალხისთვის. დემოკრატიული ქვეყნები არ თრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს საბჭოს დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები და შეკვეცა საქართველოს მთავრობის დაფინანსება, და განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობის შესახებ. კომისია ამ წინადადებას მიმდინარე წელსვე წარადგენს.
საბჭო შეთანხმდა, რომ ამ პროცესში ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ.
დამატებით ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]