საქართველომ, სომხეთმა და მოლდოვამ სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის საპილოტე პროექტში მიიღეს მონაწილეობა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, EU4Digital-ის 31 მაისს გავრცელებული განცხადებით, საქართველომ სომხეთმა და მოლდოვამ წარმატებით გამოცადეს ეროვნული ელექტრონული იდენტიფიკაციის (eIDs) სერვისების უცხოურ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირება. ტესტირება EU4Digital პროგრამის სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) საპილოტე აქტივობების ფარგლებში ჩატარდა.
საპილოტე პროექტის მიზანი სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული ავთენტიკაციის სისტემაში საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის საჯარო უწყებების ტექნიკური თავსებადობის გაუმჯობესება იყო.
ამჟამად პროგრამული უზრუნველყოფა, სახელწოდებით eIDAS-Node, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, რომ სახელმწიფოთაშორისი ავთენტიკაციისთვის კოლეგებს ცენტრალიზებული ან განაწილებული სისტემით დაუკავშირდნენ. განახლებული ევროკავშირის ციფრული იდენტობის (EUDI) რეგულაცია, ყოფილი eIDAS რეგულაცია, ხელს უწყობს სახელმწიფოთაშორის უსაფრთხო ტრანზაქციებს და ევროკავშირში ციფრული სერვისების შეუფერხებელ მუშაობას.
სახელმწიფოთაშორისი eID-ის პილოტირების ფარგლებში ტესტირება გაიარეს ქვეყნების შემდეგმა წყვილებმა: საქართველომ და სომხეთმა; მოლდოვამ და სომხეთმა; მოლდოვამ და საქართველომ. საპილოტე პროგრამა ევროკავშირის მოდელის მიხედვით და ადგილობრივი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]