Skip to main content
თბილისში გამართული გამოფენა ქალთა მიერ მართული ბიზნესების წარმატებას აჩვენებს
[featured_image_copyright]
სექტემბერი 17, 2025

თბილისში გამართული გამოფენა ქალთა მიერ მართული ბიზნესების წარმატებას აჩვენებს


13-14 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიამ“ მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. 

გამოფენაში მონაწილეობა 200-მდე ქართველმა ქალმა მეწარმემ მიიღო. სტუმრებს  საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მათ მიერ შექმნილი ნაწარმი: საკვები, ღვინო, ხელნაკეთი ნივთები, ეკომეგობრული პროდუქტები და თავის მოვლის საშუალებები. 

მონაწილეთა შორის იყვნენ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების ბენეფიციარები, რომელთა წარმატებაც იმის დასტურია, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი ქალების მიერ შექმნილ ბიზნესებს, ხელს უწყობს ადგილობრივ თემთა გაძლიერებასა და მეტად მდგრადი მომავლის უზრუნველყოფას. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირის წარმომადგენლობის პოსტი Facebook-ზე



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,