„უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ“: ვიდეოების სერია საქართველოსა და ევროპას შორის საუკუნოვან კავშირს იკვლევს
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ვიდეოების სერია წამოიწყო, რომლის მიზანიც საქართველოსა და ევროპას შორის ისტორიული კავშირების წარმოჩენაა. ვიდეოების სერია – „უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ“ – მაყურებელს ახსენებს, რომ, მართალია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა სამ ათწლეულზე მეტია, რაც ვითარდება, მაგრამ, ამასთან, ქართველი ხალხი ევროპულ იდეალებს საუკუნეების განმავლობაში მიესწრაფოდა.
ვიდეოების სერიაში ისტორიკოსი ბექა კობახიძე საუბრობს იმ ეპიზოდებზე, რომლებიც საქართველოსა და ევროპის მიერ #ertad გავლილი საუკუნოვანი გზის ნაწილია. ვიდეოებში საქართველოს ისტორიის ის მონაკვეთებია გამოკვეთილი, რომლებიც ევროპულ ღირებულებებთან და ტრადიციებთან ქვეყნის ღრმა და მტკიცე კავშირს ააშკარავებს.
„ამ ხანგრძლივი პარტნიორობის წყალობით ევროკავშირმა გარდამტეხი როლი შეასრულა – გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდასა და განათლების და ინფრასტრუქტურის განვითარებას და საქართველოს მოქალაქეებს მისცა ევროპაში მოგზაურობის, მუშაობისა თუ სწავლის ახალი შესაძლებლობები“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესრელიზში, – „ვიდეოების ეს სერია თვალსაჩინოდ გვახსენებს საზიარო წარსულს და ააშკარავებს იმ ძლიერ და უწყვეტ პარტნიორობას, რომელიც ქართველებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ეხმარება“.
ვიდეოები შექმნილია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პუბლიკაციაზე დაყრდნობით, რომელიც ინიციატივის, „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“, ფარგლებში შეიქმნა.
ვიდეოები ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.
დამატებითი ინფორმაცია
თიზერი Youtube-სა და Facebook-ზე.
ილია ჭავჭავაძის წერილები – Youtube-სა და Facebook-ზე
პირველი ქართული პოლიტიკური პარტია – Youtube-სა და Facebook-ზე
ევროპული ფემინიზმი საქართველოში – Youtube-სა და Facebook-ზე
განათლება პირველი რესპუბლიკის პერიოდში – Youtube-სა და Facebook-ზე
დემოკრატიის ტრადიცია პირველ რესპუბლიკაში – Youtube-სა და Facebook-ზე
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]