Skip to main content
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობას აფასებს: პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ 
[featured_image_copyright]
სექტემბერი 15, 2022

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობას აფასებს: პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ 


„თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია“, — ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხებს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.

პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს თავისი კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. ეს პროცესი კი მან იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს, რომლებიც უკვე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან.

ცისფერ და ყვითელ ფერებში გამოწყობილმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული მდგომარეობის წარდგენა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვით დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირმა რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან გაუწია. 

„დღეს სიმამაცეს აქვს სახელი. და ეს სახელი უკრაინაა“, — განაცხადა მან, —„ევროპის სოლიდარობა უკრაინისადმი ურყევი იქნება“. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების გზით. „ეს ჩვენთვის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა — დათმობის“, — აღნიშნა მან და დაურთო, რომ „პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ“.

მისივე თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთი ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო „აეროფლოტის“ თვითმფრინავები სათადარიგო ნაწილების არქონის გამო ფრენებს აჩერებენ. „ნახევარგამტარების დეფიციტის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკისთვის ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ. რუსეთის მრეწველობა განადგურებულია“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[related_news]
[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,