საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა
ამ კვირაში რომ რეფერენდუმი ჩატარებულიყო, საქართველოს მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი (74%) ხმას მისცემდა ევროკავშირში გაწევრიანებას და მხოლოდ 5 პროცენტი იქნებოდა ამის წინააღმდეგი, ნათქვამია საქართველოში 2025 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიურ კვლევაში; ამასთანავე, 80% ამბობს, რომ გაწევრიანება ქვეყნისთვის სასარგებლო უფრო იქნებოდა, ვიდრე არახელსაყრელი.
ეს ბოლო კვლევა ჩატარდა 2025 წლის მაისში და ის მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს 1000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ წარმომადგენლობით ამონარჩევთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ სხვა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 2016 წლიდან ყოველწლიურად ატარებს პროგრამა EUNEIGHBOURS east.
საქართველოს მოსახლეობას, კერძოდ რესპონდენტების 67%-ს ევროკავშირის ქვეყნები ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორებად მიაჩნია, თუმცა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, წელს 63%-მდე შემცირდა.
ინფორმირებულობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კვლავ მაღალია და 70%-ს შეადგენს, ამავე დროს გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია. რესპონდენტების აზრით, ევროკავშირი უფრო დიდ როლს უნდა ასრულებდეს განათლებისა და უწყვეტი სწავლების (37%), ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის (36%), და ჯანმრთელობის საკითხებში (34%).
კითხვაზე, თუ რომელ ფაქტორებს შეუძლია უფრო დადებითად განაწყოს ქართველები ევროკავშირის მიმართ, რესპონდენტებმა მიუთითეს მეტი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე შემდეგ სფეროებში: საქართველოს ეკონომიკური განვითარება (59%), უსაფრთხოება (39%), და განათლება, გაცვლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა (38%).
დამატებითი ინფორმაცია
საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევა 2025 – ინფოგრაფიკა
საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევა 2025 – ქვეყნის ანგარიში
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]