ქალთა მიმართ ძალადობის კვლევა საქართველოში (2022)
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ ჩატარებული აღნიშნული ყოვლისმომცველი კვლევა განავრცობს 2017 წლის საბაზისო კვლევის ფარგლებს და მოიცავს ინტიმურ პარტნიორსა და პარტნიორს მიღმა ძალადობას, სექსუალურ შევიწროებას, თვალთვალს და ძალადობასთან დაკავშირებულ სოციალურ ნორმებს. 2022 წლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 3,300 ქალმა და 1,104 კაცმა. აღმოჩნდა, რომ ქალების 50.1% (15-69 წლის ასაკში) ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებად გამოიკვეთნენ დაბალი განათლების მქონე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და სოფლებში მცხოვრები ქალები. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დასაგეგმად და მიზანი 5.2-ისა და სტამბოლის კონვენციის მე-11 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივის „ყოველი ქალი და გოგონა – სტატისტიკაში“ ფარგლებში.
ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდი ინგლისურ ენაზე.
ჩამოტვირთვა
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]