„ღუნღულა“ – როგორ იქცა ბალიშების განახლება მომგებიან ბიზნესად
ორ წელზე მეტი ხნის წინ, საბავშვო ბაღის დირექტორმა, თამარ დოლიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებიდან, მიზანი დაისახა – დაეწყო საქმე, რომელიც ადგილობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და რომელსაც თავად შეასრულებდა. თამარმა აღმოაჩინა, რომ მის რეგიონში ადგილობრივ საოჯახო სახლებსა თუ სასტუმროებში, სტუმრები, ხშირად, გაცვეთილი ბალიშების გამო, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.
მისთვის ეს ნიშანი იყო, რომ ბალიშების განახლების კომპანია დაეარსებინა. ასე დაიწყო ახალი ბიზნესის – “ღუნღულას” ისტორია.

„მას შემდეგ არ გავჩერებულვარ“, – ამბობს თამარი. “შეკვეთები მუდმივად შემოდის.”
კომპანიის დაარსების შემდეგ, თამარმა საჭირო აღჭურვილობის ძებნა დაიწყო და საბოლოოდ, სპეციალიზებული მანქანა იპოვა. მაგრამ, ეს დანადგარი ძალიან ძვირი აღმოჩნდა და მისი შეძენა ვერ შეძლო.
საბედნიეროდ, თამარმა “ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” (CESL) პროექტის შესახებ შეიტყო, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, როგორც EU4Business ინიციატივისა და EU4ITD-ის კომპონენტი. და მას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები ქალებისთვის” გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად ახორციელებს. სწორედ მათი დახმარებით შეიძინა თამარმა ბუმბულის საპენტი და საკერავი მანქანები და უთო.
„ერთი წელიც არ არის, რაც მუშაობა დავიწყეთ და უკვე 4000-მდე ბალიში განვაახლეთ,“ თქვა მან.
CESL პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს, საქართველოს ოთხ რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის წყაროების განვითარებას. პროექტი რეგიონებიდან თბილისში მიგრაციის შემცირებას და, პირიქით, რეგიონებში დასახლების მოტივაციის გაძლიერებას უწყობს ხელს.


შეძენილ სპეციალურ მანქანას, თამარი ბალიშების გასაწმენდად იყენებს. როდესაც მომხმარებელს ძველი ბალიში მოაქვს, პერსონალი ხსნის მას და ბუმბულს მანქანაში ათავსებს. ეს დანადგარი, რომელიც აღჭურვილია ლაზერული მოწყობილობით, ძლიერად უბერავს ჰაერს ბალიშის გასაბერად, აშორებს ნარჩენებს და მტვერს. შემდეგ, გაწმენდილი ბუმბული გადააქვთ ახლადშეკერილ ქსოვილში.
ასევე, პროექტის დახმარებით, თამარმა ისწავლა ბიზნესის მართვა და განვითარება. სამომავლოდ, ის გეგმავს, თავისი სახლი, რომელსაც ულამაზესი ხედი აქვს, საოჯახო სასტუმროდ აქციოს. შესაძლოა, ბალიშების განახლების სერვისიც კი ჩართოს საოჯახო სასტუმროში, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, უშუალოდ დააკვირდნენ პროცესს.
“შესაძლოა, სტუმრებისთვის, ბალიშების განახლების მასტერკლასი მოვაწყო და მართლაც, უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა შევთავაზო, რომელსაც საქართველოში სხვაგან ვერსად იპოვნიან”, – ამბობს თამარი.
სტატია გამოქვეყნებულია EU4Business ინიციატივის მიერ
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]