აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში: დაიწყო განაცხადების მიღება 2025/27 წლების სტიპენდიის მოსაპოვებლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი საქართველოში და ახალი სკოლა თბილისში (საქართველო) ევროკავშირისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამაზე 2025/2027 სასწავლო წლებისთვის.
საკონკურსო განაცხადების შეტანა შეულიათ მოსწავლეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც 2025 წლის 1 სექტემბრისთვის უკვე შეუსრულდათ
16-17 წელი.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 25-მდე მოსწავლე, რომლებიც მიიღებენ სრულ სტიპენდიას საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ევროპული სადიპლომო პროგრამისთვის; ამასთანავე, პროგრამის ადრინდელი კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას და ეუფლებიან მრავალ სხვადასხვა სპეციალობას, როგორიცაა ეკონომიკა, ბიოქიმიური ინჟინერია, ფიზიკა, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება და კულტურა, კომუნიკაციები და მედია, საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა, მედიცინა, იურისპრუდენცია, ჰუმანიტარული მეცნიერებები და კომპიუტერული მეცნიერებები.
სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურს, საცხოვრებელს და კვებას თბილისში, მგზავრობას ორი მიმართულებით თბილისსა და მოსწავლის ოჯახის საცხოვრებელ სახლს შორის სასკოლო არდადეგების დროს, შემწეობას ადგილობრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის, სამედიცინო დაზღვევას, სასწავლო მასალებს და ტურებს.
განაცხადების შეტანა ახლა უკვე 15 აპრილამდეა შესაძლებელი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საშუალო განათლების შესაძლებლობების განვითარებას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეებისთვის. პროგრამა წარმატებით დაიწყო 2018 წელს და უკვე მეექვსე წელია ხორციელდება.
2025-2027 სასწავლო წლის სტიპენდიის მიმღებთა სია 2025 წლის ივნისის მეორე ნახევარში გამოცხადდება.
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]