აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამოგზაურო გრანტები გაიცემა
ტრანსატლანტიკურმა ფონდმა (TF) შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის პროგრამასთან, „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“, პარტნიორობით ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია რეგიონის ექვს ქვეყანაში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრების, სამოქალაქო აქტივისტების, ლიდერებისა და არაფორმალური ჯგუფების წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ (ERICS-EaP), ფარგლებში მოქმედებს.
„შავი ზღვის ფონდი“ მაქსიმუმ 1,500 ევროს ოდენობის გრანტებს გადასცემს შერჩეულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ლიდერებსა და არაფორმალური ჯგუფების წარმომადგენლებს, რათა მათ არსებული რეგიონული ქსელების ღონისძიებებში, ფორუმებსა თუ თანამშრომლობის წამახალისებელ ინიციატივებში მიიღონ მონაწილეობა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის განაცხადი უნდა წარადგინოთ ამ ღონისძიების გამართვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე.
მიმდინარე კონკურსი 2025 წლის 13 ივნისს დასრულდება. მომდევნო კონკურსი კი 2025 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე გამოცხადდება.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]