Skip to main content
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2024-2026 წლების ციკლისთვის დელეგატებს იწვევს 
თებერვალი 15, 2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2024-2026 წლების ციკლისთვის დელეგატებს იწვევს 


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოები ფორუმმა თავისი მომდევნო, 2024-2026 წლების ციკლისთვის დელეგატების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. 

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების შეტანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორგანიზაციებს შეუძლიათ.

შერჩეული დელეგატები თავიანთი მანდატის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან შემდგარი ჯგუფის ნაწილი გახდებიან. მათ ექნებათ ექსკლუზიური წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სამიტზე, რომელსაც 300-მდე დონორის, დაინტერესებული მხარისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისგან შემდგარი აუდიტორია ესწრება. 

დელეგატებს ასევე საშუალება ექნებათ, ჩაერთონ ყოველწლიურ სამუშაო ჯგუფებში და გენერალური ასამბლეის შეხვედრებში. ისინი ერთად იზრუნებენ საზიარო მიზნების მიღწევაზე, ითანამშრომლებენ რეგიონულ პროექტებში, ექნებათ გავლენა რეგიონში ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე, მოიპოვებენ ექსკლუზიურ წვდომას დაფინანსებასა თუ უნარების განმავითარებელ შესაძლებლობებზე და მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის მიერ ორგანიზებულ სხვა აქტივობებში. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის დელეგატების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ განაცხადის სპეციალური ფორმა

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2023 წლის რეგიონულ ინდექსს წარადგენს 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ყოველგვარი დევნა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ 

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეთხუთმეტე წლიური შეხვედრა გაიმართა

დახურვის თარიღი:

მარტი 10, 2024


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,