აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ბრიუსელში სტაჟიორს ეძებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ეძებს სტაჟიორს, რომელიც საქმიანობას 2023 წლის 18 სექტემბერს (ან უფრო ადრე) შეუდგება. შერჩეული კანდიდატი ბრიუსელში მდებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამდივნოს გუნდში 8 თვის განმავლობაში იმუშავებს.
სტაჟიორი სამდივნოს დაეხმარება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა პოლიტიკა და ადვოკატირება, გრანტების ხელახლა გაცემა და პროექტების მართვა. მისი საქმიანობა, ძირითადად, ფორუმის საფლაგმანო პროექტთან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან“ (EaP Index) იქნება დაკავშირებული.
კანდიდატი კარგად უნდა ერკვეოდეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაში. მას ახლახან უნდა ჰქონდეს მიღებული განათლება ევროპეისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკურ მეცნიერებათა ან სხვა მომიჯნავე სფეროში. გარდა ამისა, კანდიდატმა მაღალ დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური. აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე ენის, განსაკუთრებით რუსულის, ცოდნა კი უპირატესობად ჩაითვლება.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]