Skip to main content
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო
მაისი 5, 2025

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის პროექტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 2025 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ყველა მოქალაქისთვის მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად. აპლიკანტი უნდა იყოს 18 წელს ზემოთ, კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას და ჰქონდეს თემის ჩართულობის ან სამოქალაქო ტექნოლოგიების სფეროში განსახორციელებელი პროექტის იდეა. 

კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომია ორი ტიპის სტიპენდია: თემის ჩართულობის სტიპენდიები და სამოქალაქო ციფრული სტიპენდიები. მსურველებმა უნდა წარადგინონ პროექტის იდეა, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღებასა და სოციალურ სამართლიანობას, ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, ინკლუზიურ და მდგრად ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინტეგრირებული ეკონომიკის მხარდაჭერას. დამატებითი ქულები მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი. აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია ონლაინფორმის შევსებით. 

შერჩეული კანდიდატები მიიღებენ მათ ინტერესებზე მორგებულ ტრენინგსა და მენტორობას, 5,000 ევროს თავიანთი აქტივობების განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დამყარების  შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ გახდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის სტიპენდიატთა კავშირის წევრები.

დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება 6 მაისს. ვებინარზე რეგისტრაცია ამ ბმულით არის შესაძლებელი,

მომდევნო კონკურსები გამოცხადდება 2025 წლის ზამთარში, 2026 წლის გაზაფხულზე, 2026 წლის ზამთარში და 2027 წლის გაზაფხულზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

2025 წლის სასტიპენდიო კონკურსის განაცხადის გზამკვლევი

დახურვის თარიღი:

მაისი 31, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,