ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას და ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებას.
ინიციატივის ფარგლებში CENN შეარჩევს ათ კანდიდატს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში საქართველოს წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში იმუშავებენ. ამის შემდეგ ისინი მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას, რომლის მეშვეობითაც თავიანთ იდეებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებენ.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ორგანიზებულია პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“, ფარგლებში. CENN ამ პროექტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან და ორგანიზაცია „პირველ ევროპელთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]