Skip to main content
CENN: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბანაკი გურიაში მცხოვრებ გოგოებსა და ქალებს იწვევს
მარტი 27, 2025

CENN: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბანაკი გურიაში მცხოვრებ გოგოებსა და ქალებს იწვევს


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი ევროკავშირისა და ავსტრიის სააგენტოს, „თანამშრომლობა განვითარებისათვის“, მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების ბანაკს აწყობენ. ბანაკი გურიის რეგიონში მცხოვრები გოგოებისა და ქალებისათვისაა განკუთვნილი.

სამოქალაქო განათლების ბანაკის მიზანია გურიაში მცხოვრები ქალებისა და გოგოების გაძლიერება და მათ მიერ შემუშავებული იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას წაადგება.

მონაწილეები ჩაერთვებიან თემატურ ლექციებში, განივითარებენ კრიტიკულ და ანალიტიკურ უნარებს და შეიმუშავებენ პროექტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების ამოცნობასა და მათი გადაჭრის გზების პოვნაზე იქნება ორიენტირებული.

ბანაკში მონაწილეობის მიღება გურიაში მცხოვრებ 14+ წლის გოგოებსა და ქალებს შეუძლიათ.

ბანაკი 2025 წლის 1-4 მაისს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში მოეწყობა. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 4 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 4, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,