Skip to main content
CENN გურიის  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს
ოქტომბერი 17, 2023

CENN გურიის  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) გურიის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო-ებს) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კონკურსში იწვევს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში — ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ.

ორგანიზატორები შეარჩევენ ათ ადგილობრივ სსო-ს, რათა ხელი შეუწყონ მათ ორგანიზაციულ გაძლიერებასა და მხარდაჭერას შესაძლებლობების განვითარებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.

კონკურსი ცხადდება პროექტის, „მწვანე გურია — ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“, ფარგლებში. პროექტს აფინანსებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV) და ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 20, 2023


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,