Culture Moves Europe პროგრამა შემფასებელთა ჯგუფში გასაწევრიანებლად ექსპერტებს ეძებს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, „შემოქმედებითი ევროპა“, Culture Moves Europe-ის („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) საგრანტო პროგრამის ინდივიდუალური მობილობის სქემის შემფასებელთა ჯგუფში ექსპერტებს იწვევს.
შერჩეული ექსპერტები აპლიკანტების მიერ წარდგენილ საპროექტო წინადადებებს შეაფასებენ. აპლიკანტებისგან მოელიან კულტურული და სახელოვნებო მობილობის განვითარებას „შემოქმედებითი ევროპის“ იმ ქვეყანაში, რომელიც, ამასთან, მის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს.
კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და ფლობდეს ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას ისეთ სფეროთაგან რომელიმეში, როგორებიცაა არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, მოდა და დიზაინი, მხატვრული თარგმანი, მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება ან ვიზუალური ხელოვნება. ის ასევე საერთაშორისო კულტურულ გაცვლასთან და/ან მობილობის პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებშიც იმდენად უნდა ერკვეოდეს, რომ მათი შეფასება შეეძლოს.
ექსპერტი „შემოქმედებითი ევროპის“ ერთ-ერთი ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) კანონიერი მოქალაქე უნდა იყოს. ის კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (სულ მცირე, C1 დონეზე) და ხელმისაწვდომი იყოს 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ივნისამდე და 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის თებერვლამდე პერიოდებში.
ექსპერტი გაწეული სამუშაოსთვის ფულად გასამრჯელოს მიიღებს.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]