Culture Moves Europe საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველი ხელოვანებისათვის ახალ კონკურსს აცხადებს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამამ ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალური მობილობის მესამე კონკურსი გამოაცხადა. მობილობის გრანტის მოსაპოვებელ კონკურსში განაცხადები 40 ქვეყნიდან – მათ შორის საქართველოდან – მიიღება.
კონკურსზე დაიშვებიან, სულ მცირე, 18 წლის ხელოვანები ან კულტურის სფეროს პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინის, მოდის დიზაინის, ლიტერატურის, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების ან საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით.
გრანტის მოპოვების მსურველი უნდა იყოს „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნის რეზიდენტი და უნდა ჰყავდეს საერთაშორისო პარტნიორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს კულტურის სფეროს პროექტზე.
კონკურსის პირობების სრული სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
კონკურსი ღიაა 30 ნოემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) განაცხადებს მუდმივად მიიღებს და ბოლო ვადის გასვლამდე ყოველი თვის მიწურულს შეაფასებს გაგზავნილ წინადადებებს.
შერჩეულმა კანდიდატებმა მობილობის პროექტები 2025 წლის 30 აპრილამდე უნდა განახორციელონ.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]