Skip to main content
დარჩენილია რამდენიმე დღე განაცხადების შესატანად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამოქალაქო საზოგადოების მმართველ კომიტეტში მონაწილეობისთვის
სექტემბერი 26, 2025

დარჩენილია რამდენიმე დღე განაცხადების შესატანად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამოქალაქო საზოგადოების მმართველ კომიტეტში მონაწილეობისთვის


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მდებარეობენ ან აქტიურად მუშაობენ ერთ ან მეტ ქვეყანაში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს (მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში), მონაწილეობის მისაღებად მის სამოქალაქო საზოგადოების საორგანიზაციო კომიტეტში.

საორგანიზაციო კომიტეტი წარმოადგენს დამატებით სათათბირო და საკონსულტაციო პლატფორმას, რომელიც შეიქმნა დიალოგისა და პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის.  2024 წელს ჩამოყალიბებული კომიტეტის საქმიანობა აძლიერებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვალდებულებებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და დაინტერესებული მხარეების უფრო გააზრებული ჩართვის მიმართ ყველა რეგიონში, სადაც მისი ოპერაციები წარმოებს. კომიტეტში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთმანეთთან დააკავშირებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და სამოქალაქო საზოგადოებას ბანკის საოპერაციო რეგიონებში; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ურთიერთობებს ადგილობრივი საზოგადოების ფართო ფენებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

კომიტეტში 12 – 14 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი იქნება გაერთიანებული. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მმართველი კომიტეტის წევრობა 2026 წლის იანვარში დაიწყება. თითოეული კომიტეტის მოქმედების ვადა ორწლიან პერიოდ მოიცავს (2026 და 2027). 

კომიტეტის შეხვედრები გაიმართება რეგულარულად, არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ და ნებისმიერ დროს საგანგებო შემთხვევაში. ყოველკვარტალური შეხვედრების თარიღები წინასწარ გამოცხადდება.

განაცხადების მიღება წარმოებს 30 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 30, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,