Skip to main content
ექსპერტები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან მიწვეულები არიანმონაწილეობის მისაღებად Culture Moves Europe შემფასებელთა ჯგუფის მუშაობაში
სექტემბერი 1, 2025

ექსპერტები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან მიწვეულები არიანმონაწილეობის მისაღებად Culture Moves Europe შემფასებელთა ჯგუფის მუშაობაში


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა” (Creative
Europe) იწვევს 90 ექსპერტს მონაწილეობის მისაღებად შემფასებელთა ჯგუფში
ინდივიდუალური მობილობისა და რეზიდენტურის აქტივობების შესაფასებლად
საგრანტო პროგრამის Culture Moves Europe ფარგლებში.

შერჩეული ექსპერტების დაეხმარებიან შემდეგი საკითხების შეფასებას:
● განაცხადები ინდივიდუალური მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის
(ხელოვნების და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს
შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყანაში მოგზაურობა
საკუთარი სახელოვნებო პროექტის განსახორციელებლად).
● განაცხადები რეზიდენტურის პროგრამაში მონაწილეობისთვის (იურიდიული
პირებისთვის, რომელთაც სურთ უმასპინძლონ ერთიდან ხუთამდე
ხელოვნების და კულტურის სფეროს პროფესიონალს სახელოვნებო და
კულტურის რეზიდენტურის პროექტის განსახორციელებლად).

კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და ჰქონდეს ცოდნა და პროფესიული
გამოცდილება ერთ-ერთ ჩამოთვლილ სფეროში: არქიტექტურა, კულტურული
მემკვიდრეობა, დიზაინი და მოდის დიზაინი, ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნების
საშემსრულებლო დარგები, ვიზუალური ხელოვნება, ასევე საერთაშორისო
კულტურული გაცვლა, მობილობის პროექტები/კულტურის მენეჯმენტი და
საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები.

გარდა ამისა, კანდიდატს უნდა ჰქონდეს განაცხადების ან წინადადებების შეფასების
გამოცდილება.

ექსპერტი უნდა იყოს შემოქმედებით ევროპის რომელიმე ერთი ქვეყნის (მათ შორის
სომხეთის, საქართველოს და უკრაინის) კანონიერი მოქალაქე, კარგად უნდა
ფლობდეს ინგლისურს და ხელმისაწვდომი იყო 2025 წლის 20-დან 24 ოქტომბრამდე
ტრენინგის სესიებისთვის, ასევე 2025 წლის ნოემბრიდან 2028 წლის იანვრამდე,
შეფასების პერიოდების განმავლობაში.

შეფასებისთვის ექსპერტები მიიღებენ ანაზღაურებას:
● 12 ევრო (პლუს დღგ) თითოეულ განაცხადზე, რომელიც ფასდება
ინდივიდუალური მობილობის პროგრამის ფარგლებში;
● 20 ევრო (პლუს დღგ) თითოეულ განაცხადზე, რომელიც ფასდება
რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში;

განაცხადების შეტანა შესაძლებელია 8 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 8, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,