ენერგეტიკული თანამეგობრობის საზაფხულო სკოლა იწვევს სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან – სწავლება უფასოა!
ენერგეტიკული თანამეგობრობის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა, რომელიც მეცხრედ ტარდება და რომლის თანათავმჯდომარეა ევროკომისია,
19-27 ივლისს გაიმართება მონტენეგროს უნივერსიტეტის ზღვაოსნობის ფაკულტეტზე კოტორში (პოდგორიცა).
პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს მულტიდისციპლინურ პრაქტიკულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია გარდამავალ ეტაპზე მყოფ ენერგეტიკის სექტორებზე. პროგრამას წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები უხელმძღვანელებენ.
სკოლა ერთი კვირის განმავლობაში, 2025 წლის 19-დან 26 ივლისამდე ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობისათვის იწვევენ მოტივირებულ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს (მაგისტრის ან დოქტორის ხარისხით), მკვლევრებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული დისციპლინებიდან, ახალგაზრდა პროფესიონალებს სამთავრობო უწყებებიდან, კომპანიებიდან, ანალიტიკური ცენტრებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, და სხვ. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ექნებათ 3 ქულის გამომუშავების საშუალება კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემით (ECTS).
განმცხადებელი უნდა იყოს 35 წლამდე ასაკის (დაბადებული 1990 წელს ან უფრო გვიან), კარგად უნდა ფლობდეს წერით და სასაუბრო ინგლისურს, და უნდა იყოს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის მოქალაქე.
სწავლება უფასოა. ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო ფარავს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის – ლექციების, საცხოვრებლის, ექსკურსიების ხარჯებს და კვების ხარჯების დიდ ნაწილს. ერთადერთი ხარჯი, რომელიც შერჩეულმა მონაწილეებმა უნდა გასწიონ, მგზავრობის თანხებია.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 31 მარტი.
ენერგეტიკული თანამეგობრობის მე-8 საზაფხულო სკოლა გასული წლის ივლისში კიშინიოვში, მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა.
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]