Erasmus+ დღეები 2023: მოაწყვე შენი ღონისძიება!
Erasmus+ დღეები წელს მეშვიდედ, 9 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ასე აღინიშნება ევროკავშირის საფლაგმანო პროგრამა, რომელიც განათლებას, ტრენინგს, ახალგაზრდობასა და სპორტის განვითარებას უჭერს მხარს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები ღიაა ყველასთვის — მათ შორის მათთვისაც, ვისაც Erasmus+ პროექტში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.
პროგრამა იწვევს თავის ბენეფიციარებს, რომლებიც ახლა იღებენ ან უკვე მიუღიათ Erasmus+ დაფინანსება და სურთ ღონისძიების მოწყობა ან მის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება. ამისათვის ისინი უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ ქვეყნებში მოქმედ ეროვნულ სააგენტოებს ან Erasmus+ ეროვნულ ოფისებს.
ღონისძიების რეგისტრაცია შესაძლებელია Erasmus+ ვებსაიტზე 13 ოქტომბრის 12 საათამდე (12 am), ცენტრალური ევროპის დროით (CET).
Erasmus+ დღეები პირველად 2017 წელს, პროგრამის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა. ღონისძიებების ციკლით აღინიშნება პროგრამის წარმატება და წარმოჩნდება იმ საგანმანათლებლო გამოცდილების უპირატესობები, რომლებსაც Erasmus+ სთავაზობს მსურველებს. გარდა ამისა, პოტენციურ ბენეფიციარებს ეძლევათ საშუალება, გაიგონ მეტი პროგრამის შესახებ და შეუერთდნენ მას.
2022 წელს Erasmus+ პროგრამის ბენეფიციარებმა მსოფლიოს მასშტაბით 58 ქვეყანაში 6 295 ღონისძიებას გაუწიეს ორგანიზება.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]