EU4Climate კლიმატის ცვლილების საკითხებში დაინტერესებულ პირებს სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებული პროგრამა, EU4Climate საქართველოში სტაჟირების შესაძლებლობას იძლევა. ინიციატივა კლიმატის ცვლილების საკითხებით დაინტერესებულთათვისაა განკუთვნილი.
სტაჟიორს პროექტის გუნდის მხარდაჭერა ისეთ საკითხებში დაევალება, როგორიცაა საქართველოში კლიმატის ცვლილების სფეროში ადამიანის უფლებების კვლევისთვის დოკუმენტაციის შესწავლა და/ან ინტერვიუების ჩაწერა; თემატური ბლოგების დაწერა და/ან პრესრელიზების, სტატიების და პროექტის ანგარიშების მომზადებაში წვლილის შეტანა; იმ საველე საქმიანობაში ჩართვა, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებებს და გენდერული ან სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასებას; საკოორდინაციო საქმიანობაში ჩართვა და ტრენინგების, ღონისძიებების თუ კონფერენციების ორგანიზებაში ლოგისტიკური მხარდაჭერის გაწევა და სხვა.
სტაჟიორებს ყოველთვიური სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]