Skip to main content
EU4Culture დედაქალაქების მიღმა მცხოვრები ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის მობილობის გრანტების კონკურს აცხადებს
ივნისი 22, 2023

EU4Culture დედაქალაქების მიღმა მცხოვრები ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის მობილობის გრანტების კონკურს აცხადებს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, EU4Culture, მობილობის გრანტების მეოთხე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი განკუთვნილია საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და სომხეთის წარმომადგენელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის, რომლებიც დედაქალაქების მიღმა ცხოვრობენ. 

კონკურსის მიზანი კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და ცოდნის გაზიარებაა. შესაბამისად, მობილობის გრანტებით დაფინანსდება ინტერნატურები, სასწავლო ვიზიტები, კონფერენციები, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სხვა მსგავსი ინიციატივები.

საკონკურსო განაცხადების შეტანა შეუძლიათ ხელოვნებისა და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი და რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დედაქალაქის სტატუსის არმქონე ქალაქებსა თუ სოფლებში ცხოვრობენ. 

კონკურსი ოთხი ტიპის მობილობას აფინანსებს:

  • მოკლევადიანი მობილობა (5-10 კალენდარული დღე) – მაქსიმუმ 1,500 ევრო
  • საშუალოვადიანი მობილობა (მაქსიმუმ 5 კვირა) – მაქსიმუმ 3,500 ევრო
  • გრძელვადიანი მობილობა (მაქსიმუმ 12 კვირა) – მაქსიმუმ 5,000 ევრო
  • ვირტუალური მობილობა (ონლაინ მონაწილეობა) – მაქსიმუმ 1,000 ევრო

მობილობის პროექტები უნდა განხორციელდეს 2023 წლის 15 ნოემბრიდან 2024 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში ან ევროპის სხვა ქვეყნებში.

EU4Culture-ის მობილობის გრანტზე განაცხადის შესატანად კანდიდატებმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით უნდა წარადგინონ სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი არჩეული საერთაშორისო მობილობისთვის.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 სექტემბერი, 18:00 (ცენტრალური ევროპის დროით).

ევროკავშირის ოთხწლიანი პროექტი, EU4Culture, კულტურის და შემოქმედებითი სექტორის მხარდამჭერი ინიციატივაა, რომელიც განსაკუთრებით ინტერესდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დედაქალაქის სტატუსის არმქონე ქალაქებითა და სოფლებით. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie). მის ფარგლებში უკვე გამოცხადდა მობილობის გრანტების სამი კონკურსი და დაფინანსდა 274 ადამიანის პროექტი. 

EU4Culture-ის მობილობის გრანტების საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრების მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. 

დამატებითი ინფორმაცია

დახურვის თარიღი:

ივნისი 25, 2023


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,