EU4Culture გორში ხელოვანებსა და თემებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად ფესტივალს აწყობს
20 და 21 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture გორის ხელოვნების სახლში ფესტივალს, Network Festival: City Stories, Diverse Voices – მოქმედება, უმასპინძლებს.
ორდღიანი ფესტივალის მიზანია, წარმოაჩინოს EU4Culture პროექტის შედეგები და მათი გავლენა საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით სექტორზე.
ღონისძიებაში ჩაერთვება 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის სფეროს პროფესიონალი, რომელთაც შეუერთდებიან მონაწილეები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. საფესტივალო პროგრამა შედგება ისეთი მრავალფეროვანი აქტივობებისგან, როგორებიცაა გამოფენები, აუდიოვიზუალური და ცეკვის წარმოდგენები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ფილმის ჩვენებები და სხვა.
ფესტივალზე დასწრება უფასოა და ის ყველა მსურველისთვის ღიაა.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]