EU4Culture ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის გრანტების კონკურსს აცხადებს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Culture უკვე მესამედ აცხადებს მობილობის გრანტების კონკურსს. კონკურსი განკუთვნილია ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
EU4Culture-ის მობილობის გრანტები აფინანსებს ინტერნატურას, სასწავლო ვიზიტებს, კონფერენციებს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და სხვა იმ სახის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კულტურათაშორის დიალოგს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვნების და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენლებს. კანდიდატი უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე ან ლეგალური რეზიდენტი და 18 წელს გადაცილებული. მონაწილეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დედაქალაქებში, კონკურსი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კონკურსი ოთხი ტიპის მობილობას აფინანსებს:
- მოკლევადიანი მობილობები (5-10 კალენდარული დღე) — მაქსიმუმ 1,500 ევრო;
- საშუალოვადიანი მობილობები (მაქსიმუმ 5 კვირა) — მაქსიმუმ 3,500 ევრო;
- გრძელვადიანი მობილობები (მაქსიმუმ 12 კვირა) — მაქსიმუმ 5,000 ევრო;
- ვირტუალური მობილობები (დისტანციური მონაწილეობა) — მაქსიმუმ 1,000 ევრო.
მობილობის პროექტების განხორციელება 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია შესაძლებელი.
EU4Culture-ის მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი არჩეული საერთაშორისო მობილობისთვის.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 მარტი, 15:00 (ცენტრალური ევროპის დროით).
მობილობის გრანტების შესახებ საინფორმაციო სესიები ჩატარდება 16-24 თებერვალს Zoom-ის საშუალებით. გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია.
EU4Culture-ის მობილობის გრანტების პირველი ორი კონკურსის განმავლობაში 155 ადამიანის პროექტი დაფინანსდა. 2024 წლამდე კიდევ ორი საკონკურსო ტური გამოცხადდება.
პროექტს, EU4Culture, ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი ორგანიზაცია), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).
დამატებითი ინფორმაცია
განაცხადების შეტანასაინფორმაციო სესიებზე რეგისტრაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]