Skip to main content
EU4Culture შემოქმედებითი ადამიანებისთვის განკუთვნილ საგრანტო განაცხადების წერის ონლაინკურსს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის
ივლისი 9, 2024

EU4Culture შემოქმედებითი ადამიანებისთვის განკუთვნილ საგრანტო განაცხადების წერის ონლაინკურსს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცხოვრები ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის განკუთვნილ საგრანტო განაცხადების წერის ონლაინკურსს უკვე ფართო საზოგადოებასაც სთავაზობს. კურსი ახლა ყველასთვისაა ხელმისაწვდომი უკრაინულ ციფრულ პლატფორმაზე, cases.media.

ონლაინკურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კულტურული აქტივობებისა და პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირის დაფინანსების მოპოვება სურს. კურსი შედგება ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო ვიდეოებისგან, რომელთაც ერთვის სუბტიტრები ქართულ, აზერბაიჯანულ, რუმინულ, სომხურ  და უკრაინულ ენებზე. 

კურსი მოიცავს ლექციებს შემდეგ თემებზე:

● გრანტების ტიპები და მათი მნიშვნელობა;

● საგრანტო განაცხადის წერის უნარ-ჩვევები და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მეთოდები;

● ბიუჯეტის მომზადების სტრატეგიები და განაცხადისთვის საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის მიმოხილვა;

● ეფექტიანი კომუნიკაცია დონორებთან;

● პროექტის ანგარიშის შედგენა.

კურსის გავლის მსურველები cases.media პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ 

ონლაინლექციების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინტესტირება კურსის გავლის სერტიფიკატის მისაღებად.

თავდაპირველად კურსზე დაიშვა მხოლოდ 302 ხელოვანი და კულტურის სფეროს პროფესიონალი აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ისინი საგრანტო განაცხადების ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა, დაკავშირებოდნენ კურსის სხვა მონაწილეებსა და ლექტორებს და მიეღოთ რჩევები თავიანთ მიმდინარე და მომავალ პროექტებზე.

ონლაინკურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  ორგანიზაციის, „ჩეხეთის ცენტრი კიევში“, საგანმანათლებლო კოორდინატორს, კატერინა ვანდიჩს, ხოლო ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში — მხარდაჭერის გუნდს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, რომლის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში — კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).

დამატებითი ინფორმაცია

წარმატებული საგრანტო განაცხადის მომზადება

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 31, 2024


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,