EU4Digital ევროკავშირის 5G უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტით დაინტერესებულებს სემინარზე იწვევს
პროგრამა EU4Digital ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს 27 მარტს დაგეგმილ სემინარზე, რომელზეც ევროკავშირის 5G უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტის დასანერგი აქტივობები განიხილება.
EU4Digital-ის ტელეკომის წესების მიმართულება სემინარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით გამართავს.
ინიციატივისა და სემინარის მიზანია, რეგიონში მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს ევროკავშირის 5G უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების პაკეტის პრინციპები გააცნოს.
სემინარის შემდეგ მონაწილეებს მიმდინარე მდგომარეობისა და პოტენციური ინტერესის სფეროების შესახებ კითხვარი დაურიგდებათ. მიღებული პასუხები საფუძვლად დაედება საქმიანობის შემდგომ მხარდაჭერას და მომზადდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასანერგი პოტენციური ინიციატივების სია.
სემინარი ჩატარდება ონლაინ 27 მარტს, 11:00-იდან 14:00 საათამდე, ცენტრალური ევროპის დროით.
სემინარზე დასწრების მსურველები ორგანიზატორებს მეილით უნდა დაუკავშირდნენ.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]