Skip to main content
ევროკავშირი დამწყებ ჟურნალისტებს Youth4Regions პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
ივნისი 15, 2023

ევროკავშირი დამწყებ ჟურნალისტებს Youth4Regions პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს


ევროკომისია ჟურნალისტიკის შემსწავლელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ჟურნალისტებს იწვევს Youth4Regions პროგრამაში, რათა დაეხმაროს მათ, აღმოაჩინონ, რას საქმიანობს ევროკავშირი მათ რეგიონში.

პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ჟურნალისტიკისა და ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის საკითხებზე და მათ მენტორობას წარმატებული ჟურნალისტები გაუწევენ. ისინი, ამასთან, ევროკავშირის რეგიონების კვირეულის განმავლობაში ცნობილი ჟურნალისტების მხარდამხარ იმუშავებენ, ეწვევიან ევროკავშირის მედიაშტაბებსა თუ ინსტიტუტებს და გაემგზავრებიან ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ პრესტურებში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

საცხოვრებელ და მგზავრობის ხარჯებს მთლიანად ევროკომისია დაფარავს.

აპლიკანტები უნდა იყვნენ 18-30 წლის. მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული გამოცდილება ჟურნალისტიკაში (იქნება ეს განათლება თუ მაქსიმუმ ორწლიანი სამუშაო სტაჟი) და ევროკავშირის ან მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობა. ისინი, ამასთან, 2023 წლის 7-13 ოქტომბრის პერიოდში ხელმისაწვდომნი უნდა იყვნენ.  

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 10, 2023


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,