Skip to main content
ევროკავშირი კახეთსა და აჭარაში მოქმედ ბიზნესებს ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელში გაწევრიანებას სთავაზობს
აპრილი 1, 2025

ევროკავშირი კახეთსა და აჭარაში მოქმედ ბიზნესებს ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელში გაწევრიანებას სთავაზობს


ევროკავშირის წარმომადგენლობა კახეთსა და აჭარაში მოქმედ ბიზნესებს ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელში გასაწევრიანებლად იწვევს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და ICLEI Europe-ის მიერ განხორციელებული ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესებს, დანერგონ ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები.

ინდუსტრიული სიმბიოზი ევროკავშირში დანერგილი მიდგომაა, რომელიც კომპანიებს საქმიანობის ოპტიმიზაციაში და მეტად მდგრადი და სარგებლიანი მიდგომების განხორციელებაში ეხმარება.

ქსელი ბიზნესებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს საქართველოში და საზღვარგარეთ, საპილოტე პროექტების 500,000 ლარამდე დაფინანსების შესაძლებლობას, ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების მიმართულებით ექსპერტებთან კონსულტაციებს, ბიზნესებთან და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებში მონაწილეობას და მედიის არხებზე კომპანიის წარმოჩენას.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 11 აპრილი.

ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“, ნაწილია, რომელსაც CENN ახორციელებს ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის დაგეგმვა-განხორციელების ხელშეწყობით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 11, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,