ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარებას გმობს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაცრად დაგმეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, დამოუკიდებელ ერთეულებად ეღიარებინა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქები. პუტინმა ეს განცხადება 21 თებერვლის საღამოს გააკეთა.
„ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის და მინსკის შეთანხმების უტიფარი დარღვევაა. ევროკავშირი ამ ნაბიჯს უპასუხებს სანქციებით მათ წინააღმდეგ, ვინც ამ უკანონო აქტში მონაწილეობს“, — ნათქვამია ფონ დერ ლაიენისა და მიშელის საერთო განცხადებაში. მათ, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.
მოგვიანებით შარლ მიშელი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და გამოხატა ევროკავშირის სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ხოლო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მომდევნო ნაბიჯები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან განიხილა.
„პრეზიდენტ პუტინის განკარგულებები ეგრეთწოდებული სამშვიდობო მისიის ეგრეთწოდებულ დონეცკის და ლუგანკსის სახალხო რესპუბლიკებში შესაყვანად წარმოადგენს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ აგრესიას, მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევას“, — დაწერა ბორელმა ტვიტერზე.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]