Skip to main content
ევროკავშირის მერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
დეკემბერი 7, 2023

ევროკავშირის მერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი კონკურსი გამოაცხადა.

სტიპენდიები განკუთვნილია აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრები აქტივისტებისა და სამოქალაქო აზროვნების მქონე პირებისთვის, რომელთაც თავიანთ საზოგადოებებში დადებითი ცვლილებების შეტანა და რეფორმებში მონაწილეობა სურთ.  

2024 წლის სასტიპენდიო კოჰორტისთვის წლის თემებია საკუთარი ქვეყნის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირების (IDPs) მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეებთან კავშირის გაუმჯობესება. 

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინდივიდუალური ტრენინგები, გადაეცემათ 5,000 ევრო მიზნების მისაღწევად და მიეცემათ საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა. მათ ასევე მიეცემათ უფლება, გახდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის სტიპენდიატთა ქსელის წევრები. 

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ორი სახის სტიპენდიები: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი  განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და კარგად იციან ინგლისური ენა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 27, 2023


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,