Skip to main content
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი აჭარის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს იწვევს
ივლისი 8, 2025

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი აჭარის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს იწვევს


არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ პროექტი, „ახალგაზრდა ელჩები ევროპისთვის“, აჭარის რეგიონში მცხოვრებ მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდებს იწვევს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-29 წლის პირებს ქობულეთიდან, ქედადან, შუახევიდან და ხულოდან. 

შერჩეული კანდიდატები სამდღიან საზაფხულო სკოლაში მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას ევროკავშირის ღირებულებების, პროგრამებისა და საქართველოში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამის შემდეგ პროექტის მონაწილეები თავიანთ საცხოვრებელ თემებში განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ადგილობრივი მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად.

მონაწილეები აქტივობების განხორციელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სარეგისტრაციო ფორმა 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ. 

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და მას ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით მართული კონსორციუმი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ფონდთან (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან (IJH) თანამშრომლობით.

პროექტი, „ახალგაზრდა ელჩები ევროპისთვის“,  არაა დაკავშირებული ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელთან, რომელსაც EU NEIGHBOURS EAST პროგრამა ახორციელებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

სარეგისტრაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

ივლისი 20, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,