ევროპის დღე ბათუმში 21 ივნისს
21 ივნისს, შაბათს, 13:00-დან 17:00 საათამდე, სასტუმრო შერატონ ბათუმში ჩატარდება საზეიმო საზოგადოებრივი ღონისძიება ევროპის დღის აღსანიშნავად, რომელიც ეძღვნება პარტნიორულ ურთიერთობას ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის.
13:00-ზე ღონისძიების გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართება მრავალი გასართობი და საინფორმაციო აქტივობა, რომელშიც დამსწრეები შეძლებენ მონაწილეობას, კერძოდ, ეს ღონისძიებებია გემების მოდელირება და ქარგვა, ასევე ევროპის დღის ბაზარი, სადაც შეძლებთ ადგილობრივი პროდუქციის დაგემოვნებას, და თუნდაც ევროკავშირის პროექტების სივრცე, სადაც შეიტყობთ, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება და თანასწორობა.
ევროპის დღე დასრულდება ცოცხალი მუსიკის კონცერტით ბათუმის ტენისის კლუბში, 18:00-ზე, ქართული ბენდების Killages და Mechanical Rainbow მონაწილეობით.
სასტუმრო „რუმს ჰოთელ ბათუმის“ ჰოლში მოეწყობა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“; გამოფენაზე ნაჩვენები არაერთი პრემიით აღნიშნული დოკუმენტური ფოტოები აღწერს იმ მნიშვნელოვანი მოვლენებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს საქართველოს განვითარებაზე გასული ათწლეულის განმავლობაში.
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]