Skip to main content
„ევროპის ფესტივალების ფონდი დამწყები ხელოვანებისათვის“ ფესტივალებისთვის კონკურსს აცხადებს
თებერვალი 2, 2024

„ევროპის ფესტივალების ფონდი დამწყები ხელოვანებისათვის“ ფესტივალებისთვის კონკურსს აცხადებს


ევროპის ფესტივალების ასოციაციის ინიციატივა — „ევროპის ფესტივალების ფონდი დამწყები ხელოვანებისათვის“ (EFFEA) — ევროპაში მოღვაწე დამწყები ხელოვანების მხარდასაჭერად ფესტივალებისთვის კონკურსს აცხადებს. 

EFFEA დაახლოებით 50 დამწყები ხელოვანისათვის 50 წამყვან ფესტივალზე 50 რეზიდენტურას დაუჭერს მხარს. ამისათვის ინიციატივა ითანამშრომლებს სულ მცირე ერთ (Discovery-ის კატეგორია) ან ორ (Springboard-ის კატეგორია) პარტნიორ ფესტივალთან. 

EFFEA-ის რეზიდენტურის პროგრამას ახორციელებს წამყვანი ფესტივალი და სულ მცირე ორი პარტნიორი ფესტივალი თითო უფლებამოსილი ქვეყნიდან. ამ ქვეყნებს შორისაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და შემოქმედებითი ევროპის ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით.

პროგრამა დამწყებ ხელოვანებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ თავიანთი იდეები და შემოქმედებითი პროექტები — იქნება ეს ორიგინალური ნამუშევრების შექმნა თუ არსებული ნამუშევრების განვრცობა. ამისათვის მათ მიეცემათ საჭირო დრო, სივრცე და მხარდაჭერა. 

ფესტივალები და ხელოვანები უნდა მუშაობდნენ ამ დისციპლინათაგან ერთ-ერთში: არქიტექტურა, თანამედროვე ბალეტი, ცირკი, დიზაინი/გამოყენებითი ხელოვნება, ციფრული ხელოვნება, ფოლკლორი და ხალხური ხელოვნება, მემკვიდრეობა, ინტერდისციპლინური ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, ოპერა, ქუჩის ხელოვნება, თეატრი, ფოტოგრაფია/ვიდეო, ძერწვა, მხატვრობა. 

„აღმოჩენის“ (Discovery) კატეგორიის ქვეშ გაიცემა 8,000 ევროს მოცულობის დაახლოებით 40 გრანტი, ხოლო „პლაცდარმის“ (Springboard) კატეგორიის ქვეშ — 15,000 ევროს ოდენობის დაახლოებით 10 გრანტი. 

ხელოვანთა რეზიდენტურები უნდა შედგეს 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 31 მაისამდე პერიოდში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 19 მარტი. 

ბოლო ვადის გასვლამდე EFFEA გამართავს ორ საინფორმაციო სესიას — გაცნობითი შეხვედრა შედგება 9 თებერვალს (დარეგისტრირდით აქ), ხოლო კითხვა-პასუხის შეხვედრა ჩატარდება 1 მარტს (დარეგისტრირდით აქ).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 19, 2024


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,