Skip to main content
ევროპის სოლიდარობის კორპუსი საშობაო განწყობის გაზიარების მსურველ მოხალისეებს პოლონეთში იწვევს
აგვისტო 15, 2024

ევროპის სოლიდარობის კორპუსი საშობაო განწყობის გაზიარების მსურველ მოხალისეებს პოლონეთში იწვევს


ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტი პოლონეთში იწვევს ახალგაზრდა მოხალისეებს ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან, თავთავიანთი საშობაო ტრადიციების გასაზიარებლად.

პროექტი, “Hey Christmas Carol 6!” 30 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში მოხალისეები საკუთარი ქვეყნების საშობაო ტრადიციებზე პრეზენტაციებს მოამზადებენ და საშობაო სიმღერებს შეასრულებენ. ისინი ასევე ჩაერთვებიან ხელოვნების, ხელსაქმის, მუსიკის, თეატრის, პიროვნული განვითარებისა და საკვების თემებზე მოწყობილ სემინარებში. 

მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნის საშობაო სიმღერებს ბავშვებთან, მოზარდებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მოხუცებთან შეხვედრებისას შეასრულებენ. შეხვედრები პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მდებარე სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ოფიციალურ საშობაო ბაზრობაზე მოეწყობა. პროექტის მიზანი განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონეთა შორის საშობაო ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების  გაზიარებაა. 

პროექტი მოხალისეებს უზრუნველყოფს საკვებითა და საცხოვრებლით. მათ ასევე გადაეცემათ ჯიბის ფული და ადგილობრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის განკუთვნილი ბარათები. 

მოხალისეებს უნდა უყვარდეთ მრავალფეროვან ადამიანებთან ურთიერთობა და საერთაშორისო, კულტურათაშორის და სადღესასწაულო გარემოში ყოფნა. თითოეულმა მოხალისემ ბაზისურ დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური და არ უნდა ეშინოდეს აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და სიმღერის. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 სექტემბერი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 15, 2024


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,