ევროპის ციფრული უნარების ჯილდო 2025 – განაცხადები 15 ივლისამდე მიიღება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ციფრული უნარებისა და სამუშაო ადგილების პლატფორმამ ციფრული უნარების ჯილდოს 2025 წლის კონკურსი გამოაცხადა.
წელს ჯილდო ხუთ კატეგორიაში გაიცემა:
- ციფრული კვალიფიკაციის ამაღლება სამუშაო ადგილზე: ინიციატივები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა სექტორსა და მცირე და საშუალო ბიზნესებში დასაქმებულთა ციფრული უნარების გაუმჯობესებასა და გადამზადებას, რაც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სპეციალისტების დასაქმებას ყველა დონეზე.
- ციფრული უნარები განათლებისთვის: პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მასწავლებლების და/ან მოსწავლეების, პროფესიული განათლების დაწესებულებებისა და სკოლების ადმინისტრაციათა თანამშრომლების ციფრულ გადამზადებას.
- ინკლუზია ციფრულ სამყაროში:
- ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს ციფრული ტრენინგისა და მედიაწიგნიერების პროგრამებს ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სიღარიბის, სოციალური გარიყვის, დისკრიმინაციისა თუ ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ – მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, იზოლაციაში მყოფი მოხუცებისა თუ ბავშვების, მარგინალიზებული პირებისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების წევრებისთვის;
- ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ციფრული ხელმისაწვდომობის უნარების განვითარებას.
- ქალები ICT სფეროში: პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალების ჩართულობის ზრდას, რაც მიიღწევა ICT პროფესიებში დასაქმებული ქალებისთვის ციფრული გადამზადების შეთავაზებითა და ახალგაზრდა ქალების წახალისებით, აირჩიონ კარიერა ICT სფეროში.
- კიბერუსაფრთხოების უნარები: მოქალაქეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის განკუთვნილი ინიციატივები, რომლებიც ავითარებს კიბერუსაფრთხოების უნარებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო დაწესებულებებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ ინსტიტუციებს, ადგილობრივ ინიციატივებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტების კონსორციუმებს.
პროექტი უნდა იყოს მიმდინარე ინიციატივა, რომელსაც შესრულებული აქვს დასახული მიზნების, სულ მცირე, ნახევარი; ან ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარში ან მას შემდეგ დასრულდა.
პროექტი ან ინიციატივა აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს ევროკავშირის მინიმუმ ერთ წევრ ქვეყანაში. იმ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც ხორციელდება, განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ დაადასტურებენ საკუთარ გავლენას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]