Skip to main content
გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი: განაცხადების მიღება დაწყებულია
ოქტომბერი 13, 2025

გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი: განაცხადების მიღება დაწყებულია


თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, დღეიდან 3 ნოემბრამდე შეგიძლია შეიტანო განაცხადი, რათა შეუერთდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას.

ახალი კონკურსი EU NEIGHBOURS east პროექტმა 13 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მისაღებად შენ უნდა იყო: 

  •  აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე;
  •  16-იდან 26 წლამდე ასაკის;
  • ინგლისურის კარგი მცოდნე;
  • ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობით და ევროკავშირსა და შენს ქვეყანას შორის თანამშრომლობით დაინტერესებული;
  • სახალხო დიპლომატიით და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებით  დაინტერესებული და ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მზად მყოფი;
  • შენი თემისა და ქვეყნის განვითარების საქმეში წვლილის შეტანის მსურველი;
  • მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული და სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად მზად მყოფი.

წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს შინ და საზღვარგარეთ წარმოადგენენ. მეტის გაგება ამ სააპლიკაციო გვერდზე შეგიძლია. 

განაცხადის შესატანად კანდიდატებმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ნოემბერი. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის. 

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება

სააპლიკაციო გვერდი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ხშირად დასმული კითხვები

გაიცანი მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 3, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,