Skip to main content
გამოცხადდა ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამის ახალი კონკურსი გაფართოების რეგიონისთვის
ოქტომბერი 13, 2025

გამოცხადდა ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამის ახალი კონკურსი გაფართოების რეგიონისთვის


ევროპის კოლეჯმა გამოაცხადა  ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამის რიგით მესამე კონკურსი გაფართოების რეგიონისთვის; პროგრამა სავარაუდოდ, 2026 წლის 1 თებერვლიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება.

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს ევროპის კოლეჯი ფარავს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის (DG ENEST) დაფინანსებით. 

პროგრამის მთავარი მიზანია რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა გაფართოების რეგიონის დიპლომატებს და/ან საჯარო მოხელეებს და მათ კოლეგებს შორის ევროკავშირიდან, რაც განხორციელდება სოლიდარობის სულისკვეთების („esprit de corps“) ჩამოყალიბებით და ცოდნის გაღრმავებით ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში. 

ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამა გაფართოების რეგიონისთვის არის ხუთთვიანი სრულგანაკვეთიანი რეზიდენტურის პროგრამა, რომელსაც განახორციელებს ევროპის კოლეჯის ბრიუგეს (ბელგია) კამპუსი – მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტი დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში სპეციალიზაციით ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში. შესაბამისად, პროგრამის გასავლელად აუცილებელია ბრიუგეში ფიზიკურად ყოფნა ხუთი თვის განმავლობაში.

სასწავლო გეგმა მოიცავს აქტივობებს, რომლებიც განხორციელდება ევროკავშირის დიპლომატიურ აკადემიასთან ერთად; აქტივობებს აფინანსებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS).

კონკურსი სპეციალურად არის შემუშავებული ყველა დიპლომატის და/ან საჯარო მოხელისთვის, რომლებიც საქმიანობენ საგარეო პოლიტიკის და ევროკავშირში გაწევრიანების სფეროში შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, კოსოვო*, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი.

დაინტერესებულ კანდიდატებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ 15 ნოემბრამდე (18:00 ცენტრალური ევროპის დროით).

ყოველგვარი ინფორმაცია პროგრამის და განაცხადის შეტანის პროცესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.     

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 15, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,