იმერეთსა და კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა. ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“, ფარგლებში ტარდება.
პროგრამის მიზანია იმერეთისა და კახეთის ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზესტაფონში, წყალტუბოში, ვანში, ყვარელში, ლაგოდეხსა, გურჯაანში) დაუცველი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მცირე ბიზნესის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.
კონკურსი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.
გრანტები შეიძლება გაიცეს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამებით და არ ჯდება კერძო სექტორის ინტერესებში, თუმცა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და/ან ხელს შეუწყობს ადგილობრივ განვითარებას.
განმცხადებელს მინიმუმ 58,000 ლარისა და მაქსიმუმ 145,000 ლარის ოდენობის ინფრასტრუქტურული ქვეგრანტის მოთხოვნა შეუძლია.
პროექტი ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში ფინანსდება.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 23 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]