კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: შესაძლებლობა სათემო პლატფორმების გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ იწყებს ახალ ინიციატივას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით საქართველოს რეგიონებში.
ამ კონკურსის საშუალებით პროექტი გააძლიერებს სათემო პლატფორმებს – სივრცეებს, სადაც მუნიციპალიტეტებში (თბილისს გარეთ) დასაქმებულ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეხვედრა ფიზიკურ ან ვირტუალურ გარემოში, თანამშრომლობა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება. ეს შესაძლებელია იყოს არსებული ან ამ შესაძლებლობის ფარგლებში ახლად შექმნილი პლატფორმა.
ეს პლატფორმები ხელს უწყობს მრავალმხრივ თანამშროლობას განსაკუთრებული აქცენტით მდგრად მიდგომებზე, რომელთა მიზანია კულტურული ცხოვრების განახლება და გამოცოცხლება ინოვაციების, რესურსების გაზიარებისა და გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერით; ეს პროცესი უზრუნველყოფს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების აღმავლობას და წვლილს შეიტანს რეგიონის ზოგად განვითარებაში.
განაცხადების შეტანა შეუძლიათ კულტურის და შემოქმედებითი სფეროს დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მუნიციპალიტეტებში (თბილისს გარეთ).
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 17 ივნისი.
პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ მიზანია კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიების გაძლიერება მთელ საქართველოში და ამ გზით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება. პროექტის ძირითადი ამოცანაა შემოქმედებითი რესურსების და სივრცეების განვითარება, შესაძლებლობების შექმნა და შემოქმედებითი მეწარმეობის ხელშეწყობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო მისი თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]