მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA) აცხადებს კონკურსს101.8 მილიონი ევროს ბიუჯეტით სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო პროგრამების თანადაფინანსებისთვის
დღეს მარია სკლოდოვსკა-კიურის 2024 წლის აქტივობების ფარგლებში რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების თანადაფინანსების კონკურსი (COFUND) გაიხსნა.
ამ კონკურსის ფარგლებში ევროკომისია მკვლევართა ინსტიტუციური, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო სწავლების და კარიერის განვითარების პროგრამების მხარდასაჭერად 101.8 მილიონ ევროს გამოყოფს.
COFUND საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს შექმნან ახალი ან გააძლიერონ არსებული სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო პროგრამები მათი ფასების მნიშვნელოვანი ნაწილის თანადაფინანსებით იმ მიზნით, რომ მიიზიდონ მკვლევრები და საერთაშორისო მაღალკვალიფიციური კადრები.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ერთ ორგანიზაციას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ან პროგრამასთან Horizon Europe ასოცირებული ქვეყნიდან, მათ შორის – სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
პროექტში შესაძლებელი დამატებითი საპროექტო პარტნიორების, კერძოდ, სხელმწიფო ორგანიზაციების, რეგიონული ხელისუფლების, დამფინანსებელი სააგენტოების, უნივერსიტეტების, კვლევითი ორგანიზაციების და საწარმოების ჩართვა მკვლევრების მოზიდვის (განმახორციელებელი პარტნიორები), ან მივლინების მასპინძლობის და საგანმანათლებლო პროცესის ჩატარების (ასოცირებული პარტნიორები) მიზნით. განმახორციელებელი პარტნიორები შეიძლება დაარსდეს პროგრამასთან Horizon Europe ასოცირებულ ქვეყანაში, ან დაბალ- და საშუალოშემოსავლიან მესამე ქვეყნებში (მათ შორის არის აზერბაიჯანი და ბელარუსი). ასოცირებული პარტნიორები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან.
განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 2025 წლის 24 ივნისი.
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]