მდგრადი განვითარებისა და მედიამენეჯმენტის ტრენინგის პროგრამა ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის
ევროპაში მომუშავე ადგილობრივ საგამოძიებო ჟურნალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ინტენსიური ტრენინგის ოთხკვირიან პროგრამაში, „მდგრადი განვითარება და მედიამენეჯმენტი“. ტრენინგს რიგაში მდებარე სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა (SSE) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი სახელმწიფოთაშორისი ჟურნალისტიკის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებსაც აქვთ.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამის კომპაქტურ ვარიანტად მიჩნეული ეს პროგრამა ბიზნესის ფუნდამენტურ უნარებში საბაზისო ტრენინგს უზრუნველყოფს. ის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოების დამფუძნებლებს თუ ხელმძღვანელებს მდგრადი ბიზნესმოდელების შემუშავების საშუალებას აძლევს.
ერთწლიანი პროგრამა შედგება ოთხი ხუთდღიანი ინტენსიური სწავლების მოდულისგან, რომლებიც ორ-ორი თვის ინტერვალით ტარდება.
ადგილობრივი სახელმწიფოთაშორისი ჟურნალისტიკის საგრანტო პროგრამა პროფესიონალი ჟურნალისტების და/ან ახალი ამბების სააგენტოების ადგილობრივ სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო გუნდებს უჭერს მხარს.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 24 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]