Skip to main content
ნიდერლანდებში მოქმედი პროექტი BioArt Village საქართველოდან მოხალისეებს იწვევს
აგვისტო 22, 2024

ნიდერლანდებში მოქმედი პროექტი BioArt Village საქართველოდან მოხალისეებს იწვევს


პროექტი BioArt Village, რომელიც ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ნიდერლანდებში ტარდება, სამუშაოდ მოხალისეებს იწვევს.

მოხალისეობის მსურველ ახალგაზრდებს მიეცემათ შანსი, იმუშაონ უნიკალურ გარემოში, ჩაერთონ ბუნების წიაღში მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილის აღდგენაში და გამოიმუშაონ ისეთი პრაქტიკული უნარები, როგორიცაა ცხოველების მოვლა, ძეგლების განახლება და გარემოს დაცვა. მოხალისეს მოეთხოვება ინგლისური ენის ბაზისური ცოდნა. 

პროექტი ტარდება ავტონომიური კომუნალური მომსახურების მქონე ბუნკერ-კომპლექსში, რომელიც სოფლის სახლების ერთობლიობას ჰგავს. მისი მიზანი ამ შენობათა დანიშნულების შეცვლაა. პროექტი იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც უყვართ ღია ცის ქვეშ პრაქტიკული საქმიანობა, არ ერიდებიან შავ სამუშაოს და სურთ გამოიკვლიონ ახალი შესაძლებლობები. სამუშაო ფიზიკურად მომთხოვნი იქნება, კლიმატური პირობები კი რთული შეიძლება იყოს.

მოხალისეები იცხოვრებენ BioArt Village-ში, ქალაქ ეინდჰოვენში მდებარე, ტყით გარშემორტყმულ გარემოში. ჯიბის ფულის გარდა, პროექტის მონაწილეები მიიღებენ საკვების ფულსაც და მათ საჭმლის მომზადების საბაზისო ცოდნა მოეთხოვებათ. ქალაქის ცენტრი სამუშაო ადგილიდან დაახლოებით 15-20 წუთის მანძილზეა ველოსიპედით, რომლითაც მოხალისეებს პროექტი უზრუნველყოფს. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მოხალისეს შეუძლია ჩაერთოს როგორც მოკლევადიან პროექტში (59 დღე), ასევე გრძელვადიანში (მაქსიმუმ 6 თვე).

განაცხადების მიღებას საბოლოო ვადა არ აქვს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 31, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,