საგრანტო კონკურსი: განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
ევროკავშირი საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP Georgia) იწვევენ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს მონაწილეობის მისაღებად საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში..
საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში „ENPARD-4: სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასოფლო განვითარების და ენერგეტიკული საჭიროებების საპასუხოდ, საგრანტო კონკურსის ძირითადი მიზანია ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის შერჩევა შემდეგი აქტივობების შესასრულებლად: მზის პანელების შეძენა და მონტაჟი, განახლებადი ენერგიის პროექტების შემუშავება და განხორციელება სასოფლო შინამეურნეობებისა და/ან კერძო სექტორისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის და კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიის შესახებ ფოკუსირებით მზის ენერგიაზე.
ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს საკონკურსო განაცხადს, რეგისტრირებული იყოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 2025 წლის 2 აპრილი.
დამატებით ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]