საგრანტო კონკურსი მცირე ბიზნესისთვის კახეთისა და იმერეთის რეგიონებში
„ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ კახეთის და იმერეთის ექვს მუნიციპალიტეტში — ზესტაფონში, წყალტუბოში, ვანში, ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში მოქმედი მცირე ბიზნესის ინიციატივებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“, ნაწილია. ის ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში დაფინანსდა.
პროექტი მიზნად ისახავს სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, დასაქმების ხელშეწყობასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საგრანტო კონკურსი ასევე წაახალისებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნასა და განვითარებას, რაც ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებით მიიღწევა.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 იანვარი.
დამატებითი ინფორმაცია
დახურვის თარიღი:
ყველაზე წაკითხული
[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]