Skip to main content
საქართველო: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსი მედიისწარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში
სექტემბერი 4, 2025

საქართველო: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსი მედიისწარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კავკასიის გარემოსდაცვითი
არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
ინკლუზიური და მწვანე აღდგენისათვის’“ ფარგლებში აცხადებს მედია
კონკურსს ცენტრალური, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული
მედია-სააგენტოებისთვის.

მედია კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს ევროკავშირის
მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივები, რომლებიც ემსახურება
სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, ასევე მოწყვლადი
ჯგუფების (ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და
სპეციალური საჭიროებების მქონე (სსმ) ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი
ქალები და სხვ.) ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ ჟურნალისტებს 16-17
სექტემბერს იწვევენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების
მედია-ტურზე სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე) და ქვემო ქართლში (ბოლნისი,
მარნეული). ჟურნალისტებს ტრანსპორტით და საცხოვრებლით პროექტი
უზრუნველყოფს.

საკონკურსო მასალები (ვიდეო/აუდიო ან ბეჭდური ფორმით) გამოქვეყნდება
მედია-ტურის შემდეგ არაუგვიანეს 2025 წლის 25 სექტემბრისა. კონკურსში
მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მედია-ტურის მონაწილეებს.

საუკეთესო მასალების ავტორები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

მედია-ტურსა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის
ფორმა
5 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 5, 2025


ყველაზე წაკითხული

[popular_posts columns_xl=”4″ columns_l=”4″ columns_m=”3″]


[yea_euprojectshortlist]

თემაზე

[posts_by_post_tax]

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,